News

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ)  არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და პარტნიორობით მიმდინარე პროექტის „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 

ქ. თბილისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რეგულირებადი კომპანიების წარმომადგენლები და სემეკის ახალი თანამშრომლები.  მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ.